როგორ შეცვალა მარიხუანამ მაიკლ ტაისონი

ბევრმა იცის, რომ მაიკლ  ტაისონი ამერიკელი მოკრივეა და პროფესიონალთა  შორის მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი. ის ასევე კანაფის მოწევის დიდი მოყვარულია. ადრე ჩვენ უკვე გითხარით ტაისონის ბიზნესის შესახებ კანაფის ინდუსტრიაში და მისი ახალი კანაფის ხაზის შესახებ. დღეს გვინდა ვისაუბროთ მის პირად დამოკიდებულებაზე მარიხუანას მიმართ და იმაზე, თუ როგორ შეცვალა ბალახმა დიდი მოკრივეს ცხოვრება.

მაიკ ტაისონი აწევინებს მტრედს

 რთული ბავშვობა და მძიმე ბედი 

მაიკლს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მამამ ოჯახი მიატოვა, როცა ბიჭი ჯერ არც კი იყო  დაბადებული.ტაისონი დაუცველი ბავშვი იყო და თანატოლები მას ხშირად ჩაგრავდნენ,ამიტომ მოზარდობისას ის მუდმივად ბრუნდებოდა სახლში სისხლჩაქცევებით. ტაისონს ჰქონდა საკუთარი ჰობი, ბიჭს უყვარდა მტრედები და ამრავლებდა. მაგრამ ერთ დღეს, ქუჩის მოძალადემ, რომელმაც მაიკის დამცირება გადაწყვიტა, ტაისონის საყვარელ ფრინველს თვალების წინ მოაშორა თავი. შემდეგ მაიკლი უკონტროლოდ გაბრაზდა  და მოძალადე ისე სცემა, რომ გარშემომყოფებს პატივისცემას აიძულებდა. ამ ინციდენტის შემდეგ, მაიკლი მიხვდა, რომ უნდა შესძლებოდა  საკუთარი თავის დაცვა. ის კრივით დაინტერესდა მუჰამედ ალისთან  შეხვედრის შემდეგ და ამის მერე დიდი ხნის განმავლობაში, ტაისონთან ყველაზე ახლობელი მისი მწვრთნელი იყო, რომელიც მაიკლს არა მხოლოდ კრივს ასწავლიდა, არამედ მისი რეალური ცხოვრების მენტორიც გახდა. მან მაიკლი ნამდვილ მკვლელობის მანქანად აქცია, ასწავლა დაევიწყებინა თანაგრძნობა და მხოლოდ გამარჯვებაზე ეფიქრა. ასევე ამ პერიოდში ალკოჰოლი გახდა სპორტსმენის ცხოვრების ნაწილი,ის ხშირად სვამდა რამაც უკონტროლო გახადა და შემდეგ  უამრავ პრობლემაში ეხვეოდა. მებრძოლმა კიდევ უფრო დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო მწვრთნელის გარდაცვალების შემდეგ, რადგან სხვა ახლო მეგობარი არ ჰყავდა და სრულიად მარტო დარჩა უზარმაზარ სამყაროში. 

პლანეტის ყველაზე ცუდი ადამიანი

 მოკრივეს ოდესღაც მეტსახელად “პლანეტის ყველაზე ცუდი ადამიანი” ერქვა, მაგრამ ახლა რომ შეგხვდეთ, ის განიარაღებულად მშვიდი იქნება. ადრე ტაისონს ძლიერი აგრესია ჰქონდა  და მას შეეძლო დაერტყა  ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც მას ავტოგრაფს სთხოვდა. ახლა ის ნანობს თავის ბევრ ქმედებას და ამბობს, რომ სწორედ კანაფი დაეხმარა მას შეცვლაში. კითხვაზე, თუ რამდენ ხანს ეწეოდა მოკრივე მარიხუანას, ტაისონმა უპასუხა: „ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, მე შევწყვიტე  მოწევა ერთხელ, როცა თვრამეტი წლის ვიყავი… 1985 წლიდან 1998 წლამდე. მაგრამ მერე ისევ დავიწყე მარიხუანას მოწევა. ეს მოხდა თუფაქის გარდაცვალების შემდეგ, მე ძალიან დათრგუნული ვიყავი ამ მოვლენით და ერთ-ერთ დაკრძალვის  შემდგომ ღონისძიებაზე ისევ შემომთავაზეს მოწევა“. ახლა მებრძოლი ნანობს, რომ მან საერთოდ შეწყვიტა კანაფის მოწევა, რადგან მან რადიკალურად შეცვალა მაიკის ცხოვრება. შეცდომა იყო – მთელი ჩემი კარიერა უნდა მომეწია, ყოველი ჩხუბის წინ, რადგან ეს სხვა გონებრივ მდგომარეობაში მაყენებდა. ძალიან მოდუნებული გავხდი და ჩემს შემთხვევაში რაც უფრო მშვიდი ხარ, მით უკეთესი მებრძოლი ხარ“. 

კანაფი დაეხმარა სპორტსმენს სიმშვიდის პოვნაში და ემოციებთან გამკლავებაში. ახლა ის ავითარებს თავის ბიზნესს მარიხუანას გაყიდვით, რომელიც  საკუთარ პლანტაციებზე მოჰყავს. მეტიც, მაიკი ჩართულია ახალი ჯიშების შემუშავებაში და მათ კანაფის ხაზში წარადგენს. სხვათა შორის, მოკრივემ შეინარჩუნა სიყვარული მტრედების მიმართ და ახლაც აგრძელებს მათ მოშენებას. ტაისონმა იპოვა თავისი ცხოვრების აზრი და ხედავს მას სხვა ადამიანების დახმარებაში, რომელთა ცხოვრებაც მარიხუანას შეუძლია შეცვალოს. მოკრივე მთელი მსოფლიოს პირადი გამოცდილებიდან აჩვენებს, რომ კანაფზე არსებული სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, მან არ გაანადგურა იგი, არამედ, პირიქით, დაეხმარა გამოჯანმრთელებაში და ცხოვრების გაუმჯობესებაში.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *